ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქუთაისში უცხო პირები სკოლის მოსწავლეებს მანქანაში მოტყუებით ისვამენ.

რამდენიმე დღის წინ მძღოლმა მანქანაში 11 წლის გოგო ჩაისვა და მისი გაუპატიურება სცადა. ინფორმაცია მსგავსი ფაქტების შესახებ სკოლების ჩათებში გავრცელდა. მშობლები და მასწავლებლები კონკრეტულ შემთხვევებზე საუბრობენ.  გთავაზობთ სინქრონებს, რომელთა ავტორების ვინაობას არ ვასახელებთ.

,,ჩემი ძმისშვილები სადაც დადიან იმ სკოლაში მოხდა ასეთი ამბავი: კაცმა მანქანით იმ დროს ჩამოიარა, როცა მოსწავლეებმა გაკვეთილები დაასრულეს. მე-6 კლასელი გოგოსთვის უთქვამს მამაშენის მეგობარი ვარ და სახლში წაგიყვანო. ბავშვი დაბნეულა და უთქვამს, არ მინდაო, მძღოლს უყვირია მიდი გელოდები მამაშენთან მივდივარო. ბავშვიც ჩამჯდარა. კაცს ჩიხში გაუჩერებია, ამ დროს ბავშვს დასთან დაურეკავს, მძღოლი უკან გადამჯდარა და ბავშვისთვის მოფერება დაუწყია. შემდეგ შეუმმჩნევია, რომ ბავშვი ვიღაცასთან რეკავდა და ტელეფონისკენ წაწეულია, ბავშვი ამ დროს გაქცეულა. ძალიან შეშინებია,”

,,ქუთაისის ერთ-ერთ სკოლასთან უცხო პირებს მანქანა გაუჩერებიათ და უთქვამთ, ჩვენმა მეგობარმა შეყვარებულს საჩუქარი უნდა გაუკეთოს, ჩვენ არ გვინდა, რომ გამოვჩნდეთ და დაგვეხმარე, წამოგვყევი და საჩუქარი შენ გადაეციო. ამ ფორმით მარტივად შეიძლება ბავშვის მოტყუება, ამიტომ მშობლებმა შვილებს ყურადღება უნდა მიაქციონ. მსგავსი შემთხვევების შესახებ სხვა ქალაქებშიც მსმენია, ბოლო დროს ქუთაისშიც გახშირდა”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *