თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიკვდილმა,

საქართველოში მოქმედი კომპანიების კომპეტენციასა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ხარისხზე საზოგადოება მეტად დააფიქრა.

რამდენად უსაფრთხოა ის ობიექტები, რომელთა რეკონსტრუქციაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს – ეს არის კითხვა, რაც ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ არაერთ ადამიანს აწუხებს. არის თუ არა უსაფრთხო ქუთაისში სარეკონსტრუქციო სამუშაოების სიახლოვეს ჩავლა? ასევე, რამდენად უსაფრთხოა ობიექტი თავად იქ მომუშავე ადამიანებისთვის? ამის ექსპერტებად რიგითი მოქალაქეები ნაკლებად გამოდგებიან, მაგრამ არის რაღაცები, რაც არაპროფესიონალის თვალითაც ნათელია.

დღევანდელ გამოკითხვაში მოისმინეთ ქუთაისელების აზრი სამუშაოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *