ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა 31 ოქტომბრამდე გადაიდო.

აეროპორტი 24 ოქტომბერს უნდა გახსნილიყო, მაგრამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და აეროპორტი რეისების მიღებას 31 ოქტომბრიდან შეძლებს.

ასევე აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ პერიოდში რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება. ავიაკომპანიებს, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებენ ( Wizz Air, Wizz Air Abu Dhabi, FlyArystan) ინფორმაცია ამის შესახებ მიწოდებული აქვთ და თავის მხრივ მგზავრებს აცნობებენ.

ქუთაისის აეროპორტი 10 წელია ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამგზავრება შესაძლებელია ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 17 ქვეყნის 28 მიმართულებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *