სოფელ ითხვისის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას და მათ პრობლემებზე რეაგირებას ითხოვს.

ადგილობრივებმა ჭიათურის მერიასთან აქცია გამართეს.

ათეულობით ოჯახი ამბობს, რომ მათი სახლების ქვეშ მანგანეზის მოპოვება მიმდინარეობს, რის გამოც შენობების უმეტესობა საცხოვრებლად უვარგისია, მიწები კი დამეწყრილი.

“ჩემი სახლი არის დაბზარული, დახსნილი, სახლის უკან მიწა არის სულ მოხნილი და დიდი კლდე არის გამოჩენილი. ამ სახლში ვცხოვრობთ 10 ადამიანი, ახლა მოდიან და გვეუბნებიან დაცალეთ სახლი, რის ნიადგაზე, რატომ უნდა დავცალოთ, ჰაერზე გვეუბნებიან დაცალეთ, წადითო, ვერსად ვერ წავალთ, სოფელში სახლში დაცლა არ არის ადვილი”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მისი თქმით, კომპენსაცია რასაც უხდიან, მათთვის საკმარისი არაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *