ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ქალი არბიტრების დანიშვნის საკითხი წამოჭრა.

ამის შესახებ ჯანი ინფანტინომ გერმანულ გამოცემა “ბილდთან” ისაუბრა. მისი თქმით, მას აქვს წინადადება, რომ 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ქალებმა, კაცი არბიტრების გვერდით იმსაჯონ. ამ საკითზე ფიფა მუშაობს. თუ კი ფიფას პრეზიდენტის ეს ინიციატივა დაკმაყოფილებული იქნება, ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე ქალი არბიტრები გამოჩნდებიან. აღსანიშნავია, რომ შესარჩევი შეხვედრების მატჩებზე, მსაჯთა ბრიგადაში ქალებიც შედიოდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *