იმერეთში კარატეს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ყავს. პრეზიდენტის თანამდებობაზე

ფედერაციის წარმომადგენლებმა ზვიად შალიკიანი დღეს აირჩიეს. მისი განმარტებით აღნიშნულ სპორტის სახეობაში იმერეთს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, რის საბაბსაც სპოტრსმენების მიერ მოგებული ორთაბრძოლები აძლევს.

შალიკიანს იმედი აქვს, რომ იმერეთის სპორტსმენები 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზეც იასპარეზებენ.

“ძირითადი ჩვენი გეგმა არის, რომ 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველოს რაც შეიძლება მეტი ოქროს მედალი მოვუტანოთ. აქედან გამოდინარ ჩვენ დავიწყეთ რეგიონალური არჩევნების ჩატარება და დღეს იმერთში ავირჩიეთ პრეზიდენტი. ეს არის მართლაც კარგი გადაწყვეტილება,”- განაცხადა საქართველოს კარატის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილაიამ.

ზვიად შალიკიანის თქმით, მას იმედი აქვს, რომ იმერეთის სპორტსმენები 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე იასპარეზებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *