NBA-ს “ყველა ვარსკვლავის”

მატჩის ხმების შუალედური შედეგები, რომლის მიხედვითაც ზაზა ფაჩულია თავის კატეგორიაში მე-2 ადგილზეა. დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის ზაზა ფაჩულიას 439 675 ხმა აქვს, პირველ ადგილზე “გოლდენ სტეიტიდან” კევინ დურანტია – 541 ათასი ხმით,  მე-3 ადგილზეა კავაი ლეონარდი 341 ათასი ხმით.
“ყველა ვარსკვლავის” მატჩში 2 მცველი და 3 ფორვარდი შეირჩევა, თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით ფანების ხმები მხოლოდ 50% ქულებს აგროვებს, დანარჩენ 50%-ს კი ასოციაციის კალათბურთელებისა და ჟურნალისტების ხმები (25-25%) გადაწყვეტს.
ხმების მიცემა 16 იანვრამდე არის შესაძლებელი. შარშან ზაზა ფაჩულიას სულ რაღაც 14 ათასი ხმა დააკლდა “ყველა ვარსკვლავის” მატჩში მოსახვედრად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *