გასული კვირის ტოპ მოთამაშეებში 2 წყალტუბოელი კალათბურთელი მოხვდა.

ტოპ ათეულის პირველი ადგილი წყალტუბოს კლუბში მოთამაშე ამერიკელმა ლეგიონერმა ტრავანტე უილიამსმა (197-F-93) დაიკავა. მესამე ადგილზე კი დიმიტრი სვირიდოვი (212-ჩ-85) მოხვდა.

წყალტუბოს კლუბში მოთამაშე ტრავანტე უილიამსმა 14 თებერვალს ქუთაისში გამართულ შეხვედრაში “ა” ლიგის რეკორდი დააფიქსირა. 23 წლის ამერიკელმა ლეგიონერმა ორმაგი დუბლით 48 ქულა მოაგროვა და 12 მოხსნა.
დიმიტრი სვირიდოვმა კი 14 თებერვლის თამაშში 18 ქულა მოაგროვა, 19 მოხსნა და 5 სროლა ჰქონდა ბოლო რაუნდში.

“წყალტუბომ” სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს (სეუ-ს) უმასპინძლა და მეორე ოვერტაიმში, 99:94 დაამარცხა – ეს ძალიან კარგი ფაქტია ჩვენთვის. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ გვაკლდა ამერიკელი გამთამაშებელი და მთავარმა მწვრთნელმა – ზურა ტომარაძემ გუნდი დატოვა. რეკორდის დაფიქსირება დიდ შრომასთან არის დაკავშირებული და ჩვენ ეს შევძელით. ტრავანტე უილიამსმა “ა” ლიგის რეკორდი მოხსნა და ამით წყალტუბოს გუნდი ძალიან დააწინაურა. წყალტუბოს გუნდი უფრო და უფრო კარგ ფორმაში იქნება და საინტერესო თამაშებს შემოგთავაზებთ.” – ამბობს დავით როყვა, საკალათბურთო კლუბის “წყალტუბოს” დირექტორი და მთავარი მწვრთვნელი.

“წყალტუბო” შემდეგ თამაშს “თსუ ჰიუნდაისთან” 21 თებერვლას გამართავს. თამაში თბილისში, ოლიმპიურ სპორტის სასახლეში, 16:00 საათზე შედგება.

შეგახსენებთ, რომ საკალათბურთო გუნდი “წყალტუბო” საქართველოს “ა” ლიგაში მე-5 ადგილს იკავებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *