ქუთაისში უშუში VII ღია პირველობა გაიმართება.

სპორტული ღონისძიების ორგანიზებისთვის ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა . უშუს ღია პირველობის მოსაწყობად ათს 300 ლარია განკუთვნილი. სატენდერო წინადადების მიღება 5 აპრილიდან იწყება და 7 აპრილს მთავრდება.
სატენდერო დოკუმენტაციაში საუბარია აგრეთვე ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველ პერსონალის გამოცდილების შესახებ.
ა) მთავარი მსაჯი 2 პირი: საქართველო უშუს ფედერაციის მიერ ორგანიზებული ან საქალაქო ტურნირების მოქმედი მსაჯი, მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით;
ბ)გვერდითი მსაჯი 6 პირი: საქართველო უშუს ფედერაციის მიერ ორგანიზებული ან საქალაქო ტურნირების მოქმედი მსაჯი, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილებით;
გ) რეფერი 2 პირი: საქართველო უშუს ფედერაციის მიერ ორგანიზებული ან საქალაქო ტურნირების მოქმედი რეფერი, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილებით;
დ) საერთაშორისო რეფერი: უნდა გააჩნდეს უშუს საეთაშორისო რეფერის კვალიფიკაცია, მინიმუმ 1 წელი.

ტენდერში გამარჯვებულმა ღონისძიების გამართვა 30 აპრილს უნდა მოახერხოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *