ქუთაისში ავტო-რალი

გაიმართება. პროფესიონალ და მოყვარულ მრბოლელთა შორის ავტო-რალის ორგანიზებისათვის ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს. “მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს ფასების ცხრილით გაწერილი მოთხოვნების შესაბამისად პროფესიონალ და მოყვარულ მრბოლელთა შორის ავტო-რალის ორგანიზება 2017 წლის 26 მაისს (ჩატარების ადგილის შესახებ ინფორმაციას ,,შემსყიდველი” ,,მიმწოდებელს” მიაწვდის 3 დღით ადრე)ავტორბოლაში მონაწილეობისა და ჟიურის წევრობის კუთხით ჟიურის წევრების გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატი, ცნობა და სხვა).
ავტო-რალის ორგანიზებისათვის 5 ათასი ლარია გათვალისწინებული. სატენდერო წინადადებების მიღება 3 მაისს იწყება და 5 მაისს მთავრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *