ქუთაისში 11 მარტივი ტიპის სპორტული

მოედანი მოეწყობა. ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოსაწყობად 356 ათას 170 ლარია გათვალიწინებული. მოედნები შემდეგ ქუჩებზე მოეწყობა: ლეჟავას ქუჩა N8, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა N4ა, ზურაბ ჭავჭავაძის გამზირი N10, მუსხელიშვილის ქჩა N1ა, ავტომშენებლის ქუჩა N11, შარტავას ქუჩა N2, სულხან -საბას გამზირი N31-33-39 კორპუსებთან, წერეთლის ქუჩა N 276, ნიკეას მე-2 შესახვევი N21, ნიკეას ქუჩა N72/74, ილია ჭავჭავაძის გამზირი N9. “მიმწოდებელი” ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისში, მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები (11 ობიექტი), ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით. “მიმწოდებელი” ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის მოცულობა მიმდინარე წლის (დასრულებული ხელშეკრულებები) და ბოლოს სამი წლის (2014, 2015, 2016 წ.წ.) განმავლობაში არ უნდა იყოს სატენდერო თანხის 120%-ზე ნაკლები.
სატენდერო წინადადებების მიღება 14 მაისს იწყება და 19 მაისს მთავრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *