ქუთაისში უკვე ჩამოვიდა შოტლანდიის

20 წლამდელთა სარაგბო გუნდი მათ პირველი მოთელვითი ვარჯიში უკვე გაიარეს. ქალაქში რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის სხვა გუნდებსაც ელოდებიან. “შოტლანდია აქ არის, უკვე დაბინავდა. პირველი მოთელვით ვარჯიშიც გააკეთა. ახალი ზელანდია გზაში არის, იტალიისა და ირლანდიის გუნდები ჩამოვლენ კიდევ ქუთაისში. ჩემპიონატის ჩასატარებლად ინფრასტრუქტურა მზად არის”,- განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ტურნირის მენეჯერმა ლექსო გუგავამ.
რაგბში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *