მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

დღეს იწყება. ჩემპიონატში მონაწილეობას პლანეტის 12 საუკეთესო 20-წლამდელთა ნაკრები იღებს. ქუთაისში “აია არენაზე” დღეს 13 საათზე ერთმანეთს ახალი ზელანდიისა და შოტლანდიის გუნდები დაუპირისპირდებიან, ხოლო 15:30 საათზე ირლანდია იტალიის შერკინება დაიწყება.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ქუთაისში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების დასწყებად ყველაფერი მზადაა.
გუშინ ქუთაისის ვიცე მერმა კოტე ქავთარაძემ განაცხადა, რომ რაგბის მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატთან დაკავშირებით ქალაქს 1500-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია, ქუთაისში სასტუმროები შევსებულია. ვიცე მერმა მოქალაქეებს, რაგბის გულშემატკივრებს მიმართა, რომ არ გამოტოვონ მატჩები, რომლებიც ქუთაისში იმართება. აღნიშა, რომ ჩემპიონატი საქართველოსა და ქუთაისისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *