“ტორპედოს” ფეხბურთელებისათვის სპორტული

ეკიპირების შესაძენად ტენდერი SPA170007892 გამოცხადდა. საფეხბურთო კლუბი უეფას საკლუბო ტურნირებისათვის 2017-2018 წლის სეზონისათვის ემზადება.
სათამაშო მაისურების, გეტრების, შორტების, გამოსასვლელი სპორტული ტანსაცმლის, მეკარი ხელთათმანების, ბოტასები, ჩუსტების, სამგზავრო ჩანთისა და სხვა საჭირო ნივთების შესაძენად 12 ათას 800 ლარია გამოყოფილი.
საქონლის მიწოდება უნდა განახორციელოს მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
სატენდერო წინადადებების მიღება 12 ივნისს იწყება და 14 ივნისს მთავრდება. ტენდერში გამარჯვებულმა კლუბისათვის სპორტული ეკიპირების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში უნდა მოახერხოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *