სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017

დასასრულს მიუახლოვდა. ქუთაისი მასპინძლობს საქართველოში ყველაზე მასობრივ სპორტულ ღონისძიებას . მთელი საქართველოდან, ფინალური თამაშებში მონაწილეობას იმ სკოლის გუნდები იღებენ, რომლებმაც სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017-ის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარეს. გუშინ სპორტის სასახლეში ფინალური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიების გახსნას მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე, იმერეთს ვიცე გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილების თანამშრომლები დაესწრნენ.

სპორტის შეჯიბრებები ტარდება ოლიმპიადის 7 სახეობაში: (3X3 კალათბურთი, მინი ფეხბურთი, მძლეოსნური გერბენი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, ბადმინტონი).
ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, დღეს ერთმანეთს შეხვდებიან საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონების გამარჯვებული გუნდები. შეჯიბრებები დღეს მთელი დღის განმავლობაში სპორტის სასახლეში იმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *