ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის

გამარჯვებული “დინამო თბილისი” გახდა.

ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა სატიტულო მატჩში “ქუთაისი 2010” 18 ქულის სხვაობით – 88:70 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში უკვე მეორე ტიტული მოიგო.

გამარჯვებულთაგან 22 ქულით ბომბარდირი ლაველ ბოიდი გახდა, საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი (34) კი კაელ ტურპინს ჰქონდა, რომელმაც 20 ქულა, 11 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მიხეილ ბერიშვილმა  20 ქულა, 7 მოხსნას და 3 ჩაჭრა მოაგროვა.

“ქუთაისი 2010”-დან ორმაგი დუბლით აკაკი დვალიშვილი გამოირჩა , რომლის ანგარიშზეც 14 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 19 ქულით ბომბარდირი გახდა ბექა ბექაური, ჯონათან ლის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი.

დინამოელთა კაპიტან ილია ლონდარიძეს ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პერეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და ოთარ ქორქიას შვილმა – ცნობილმა ვეტერანმა კალათბურთელმა – ნოდარ ქორქიამ გადასცეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *