10 წლის მეკარის, თედო ზოიძის,

ოცნება “ტორპედოს” მეკარესთან, როინ კვასხვაძესთან შეხვედრა იყო.”ტორპედოს” კაპიტანი მის პატარა გულშემატკივარს შეხვდა და საჩუქრად ეკიპირება გადასცა. შეხვედრის ამსხველ ვიდეოს საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

“ძანიან ბედნიერი ვარ, რომ როინს შევხვდი და გავიცანი. მინდა რომ ვასახელო საქართველო”,- ამბობს პატარა მეკარე ბათუმიდან თედო ზოიძე.

“ტორპედოს” კაპიტანისთვის პატარა გულშემატკივართან შეხვედრა განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა.

“ასეთი პატარა ბავშვი მოწადიენბულია იმისთვის, რომ გახდეს დიდი მეკარე, იშვიათია. ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ასეთ ასაკში ბავშვი გამოხატავს თავის პოზიციას. თედოს ძალიან დიდი მიზანი აქვს დასახული, უნდა გახდეს დიდი მეკარე და ასახელოს საქართველო. გახარებული ვარ, რომ ეს ადამიანი ჩემს გვერდითაა და მზად ვარ, ხელი ყველაფერში შევუწყო, რაშიც კი დავჭირდები”,- აღნიშნა როინ კვასხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ტორპედო” როინ კვასხვაძის მიერ აღებული პენალტის წყალობით საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი გახდა. ქუთაისის “ტორპედომ ” ჩემპიონის სტატუსი 15 წლის შემდეგ დაიბრუნა. კვასხვაძე წელს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *