ქუთაისში, თაბუკაშვილი ქუჩაზე მდებარე საჭადრაკო

სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 117 ათას 400 ლარი გამოიყო. სულ მაია ჩიბურდანიძის სახელობის სახელობის საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციისათვის 227 ათასი ლარი დაიხარჯება.

საჭადრაკო კლუბის შენობა და შიდა ინტერიერი მისი ხანდაზმულობის გამო რეკონსტრუქციას საჭიროებს. როგორც ქუთაისის ბიუჯეტის დოკუმენტშია აღნიშნული, შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ამ მხრივ განათლებისა და სპორტული განვითარების დონის ამაღლებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *