საკალათბურთო კლუბ წყალტუბოს

შემადგენლობაში ცვლილებაა. ამერიკელი ლეგიონერის თომას კლეიტონ ფინის ნაცვლად, გუნდში კორი ჯს კოქსი ითამაშებს, რომელმაც სადებიუტო მატჩში ტიტების წინააღმდეგ 31 ქულა, 10 მოხსნა, 8 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

კოქსი კლუბს ისრაელის ჩემპიონატიდან შეუერთდა.თამაშობდა ფინეთის, ავსტრიისა და უნგრეთის უმაღლეს ლიგებში, ამერიკის კოლეჯების ლიგაში საშუალოდ 23.8 ქულა და 14.8 მოხსნა ჰქონდა.

შეგახსენებთ, 1 თებერვალს, 18:00 საათზე, ქუთაისის სპორტის სასახლეში “წყალტუბო” “ქუთაისი-2010” -თან ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას 1/4 ფინალურ მატჩს ითამაშებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *