სპორტი
"ტორპედოს" ახალი ლოგო და ფორმა ექნება
საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" ლოგოს და ფორმას ცვლის. ახალი ეკიპირებისა და ლოგოს პრეზენტაცია ხვალაა დაგეგმილი. როგორც კლუბის პრესსამსახურში აცხადებენ, ლოგოსა და ფორმის გამოცვლა პირველ რიგში გულშემატკივრის სურვილით ხდება, რადგან მათ ფორმა არ მოსწონთ. გარდა გულშემატკივრისა, საფეხბურთო კლუბის არსებული ფორმა და ლოგო არც "ტორპედოს" ხელმძღვანელობისათვის აღმოჩნდა მისაღები.

შეგახსენებთ, საფეხბურთო კლუბის ფორმა და ლოგო 2015 წელს შეიცვალა. მაშინ ახალი ლოგო 16 ვარიანტიდან, ხოლო ფორმა ექვსი ვარიანტიდან შეარჩიეს.
კონკურსის შედეგად შეირჩა ახლანდელი ლოგო და ფორმა , რომლის ავტორიც სოსო ბაბუნაშვილი იყო. მას საპრიზო თანხა, თითოეულ ნომინაციაში 150 ლარი (ჯამში 300) გადაეცა. 

ახალი ფორმა და ლოგო, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობა ხვალ რესტორან "სეზამში" წარადგენს, თავად კლუბის ხელმძღვანელობამ შეარჩია.  "ტორპედოს" გასულ წელს "სალერის" ეკიპირება ჰქონდა, წელს კი "ადიდასის" ეკიპირებით ითამაშებენ.
გარდა ფორმისა და ლოგოს პრეზენტაციისა დაგეგმილია მედიისათვის სხვა სიახლეების გაცნობაც.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის
11:33 / 11.07.2018
ქუთაისის "ტორპედომ" ჩემპიონთა ლიგის
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი
23:16 / 10.07.2018
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი
ახალი ამბები
ქუთაისში რუსთაველის ხიდი რეაბილიტირდება
15:48 / 13.07.2018
ქუთაისში რუსთაველის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ქუთაისის მერია: მაღალჩინოსნების დეკლარაცია კანონის მოთხოვნების შესაბამისადაა შევსებული
13:18 / 13.07.2018
ქუთაისის მერიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევას" ეხმაურებიან.
ქუთაისის მერისა და მერიის მაღალჩინოსნების დამალული ქონება და ბიზნეს წილები-TI-ის კვლევა
14:00 / 12.07.2018
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-მ ქუთაისის მერისა და მერიის მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა.
ვალუტა
EUR
EUR
2.8660
TRY
TRY
0.5052
USD
USD
2.4479
«« ივლისი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 17 - 28 °C
img
ქუთაისი 17 - 27 °C
img
ბათუმი 20 - 26 °C
img