სპორტის სასახლეში ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას

მემორიალური ტურნირი და სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი – „ოლ სტარი“ დაიწყო.
ღონისძიების გახსნას ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე, საკრებულოს წევრი ვლასი გარდაფხაძე და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პირველი თამაში თბილისის ,,კაკტუსსა“ და მარნეულის გუნდს შორის გაიმართა. ზ. საკანდელიძისა და მ. ქორქიას სახელობის ტურნირის თამაშები 1-2 თებერვალს პლეიოფის სისტემით ჩატარდება და 4 თებერვალს ფინალური მატჩით დასრულდება, ხოლო 3 თებერვალს „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ გაიმართება, სადაც ერთმანეთს რეგიონისა და თბილისის გუნდები შეხვდებიან.

ფინალური შეხვედრა 4 თებერვალს 16:00 საათზე დაიწყება. ღონისძიება ქუთაისის მერიისა და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *