ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის

2018 წლის გათამაშებისთვის ემზადება. ახალ ზელანდიელი სპეციალისტის, მილტონ ჰეიგის გაწვრთნილი გუნდი წლის პირველ შეხვედას 10 თებერვალს, ქუთაისში, “აია არენაზე” გამართავს. საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელგიის ნაკრები იქნება.

მატჩი 14:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები ბელგიასთან მატჩისთვის გაფართოებული 36 კაციანი შემადგენლობით ემზადება, საიდანაც 24 ლეგიონერია, 12 კი საქართველოს ჩემპიონატის, “დიდი 10”-ის მოთამაშე. ამ თამაშიდან ერთ კვირაში, 17 თებერვალს, საქართველო გერმანიას ეწვევა და თბილისის დროით 17:30 საათზე მასპინძელთა ნაკრებს ოფენბახში დაუპირისპირდება.

ბორჯღალოსნებს ბელგიელებთან აქამდე 3-ჯერ, ხოლო გერმანელებთან 6-ჯერ უთამაშიათ და ორივე მეტოქესთან 100%-იანი შედეგი აქვთ. “ბორჯღალოსნები” ნაკრების არსებობის 28-წლიან ისტორიაში ქუთაისში მესამედ ითამაშებენ. პირველი შეხვედრა 1989 წლის 12 სექტემბერს გაიმართა.

მაშინ ქუთაისს ზიმბაბვეს ნაკრები ეწვია და საქართველომ პირველ, ისტორიულ მატჩში მეტოქე 16:3 დაამარცხა. 2005 წლის 12 ივნისს, ასევე ქუთაისში “ბორჯღალოსნებმა” მაშინდელი ერთა თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრები მიიღეს, მეტოქეს 11 ლელო გაუტანეს, 75:10 დაამარცხეს და გატანილ-გაშვებული ქულათა უკეთესი სხვაობით წელი პირველ ადგილზე დაასრულეს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *