ქუთაისელმა სპორტსმენებმა ჭიდაობასა

და ფარიკაობაში პირველობა მოიპოვეს. ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ, საქართველოს პირველობაზე გამარჯვებულ სპორტსმენებს შეხვდა და წარმატება მიულოცა. გასულ კვირას თბილისში, თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის პირველი ადგილი გიორგი ჭოლაძემ, ბაგრატ გაგნიძემ და დავით აბდალაძემ მოიპოვეს.

ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების სპორტსმენები მე-17-ე სპორტ სკოლის მოსწავლეები არიან. დღესვე გაერთიანების მმართველი #15 ფარიკაობის სპორტ სკოლის გამარჯვებულებს: მარგალიტა გრიგალაშვილს და ანა ბიბიჩაზეს შეხვდა. გოგონებმა საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც ქ. თერჯოლაში გაიმართა პირველი ადგილი მოიპოვეს. გასულ კვირას ქუთაისი კიდევ ერთმა სპორტსმენმა ასახელა, ლაშა ფხაკაძე მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *