სპორტი
"ქუთაისის მერია მაქსიმუმს აკეთებს, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ქუთაისში ჩატარდეს"
ჩატარდება თუ არა ჩემპიონთა ლიგის თამაში ქუთაისში? - ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე საკითხით ოპოზიციონერი დეპუტატები დაინტერესდნენ.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც თამაში შესაძლოა თბილისში, დინამო არენაზე გაიმართოს.

საკრებულოს დეპუტატი "ევროპული საქართველოდან" მერაბ მეშველიანი ქალაქის ხელისუფლების პოზიციის გაცნობას ითხოვდა. მას აინტერსებდა იყო თუ არა მერიის მაღალჩინოსნები იმ 15 პუნქტიანი შენიშვნების შესახებ ინფორმირებული, რაც უეფას ქუთაისის სტადიონთან დაკავშირებით აქვს და გაიმართება თუ არა მატჩი ქუთაისში.

"ქალაქის მერის, აღმასრულებლის პოზიცია, მუნიციპალიტეტის პოზიცია მაინტერესებს. ჩატარდება მატჩი თუ არა." - განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

"ქუთაისის მერია მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ქუთაისში ჩატარდეს საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები. " - უპასუხა არქიტექტურისა და ზედამხდველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ.

კითხვაზე ეს პასუხი არის თუ არა მერის პოზიცია, მეშველიანს ჯავახიამ უპასუხა, რომ ეს არის მერის პოზიცია. რაც შეეხება ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვას 15 პუნქტიანი შენიშვნის შესახებ ზვიად ჯავახიამ უპასუხა:

"რაც შეეხება 15 პუნქტიან შენიშვნას, მე არ მაქვს ნანახი, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მერია მაქსიმუმს აკეთებს თამაშის ქუთაისში ჩასატარებლად. რომელიც ჩვენც რათქმაუნდა გვინდა და დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც საინტერესო იქნება."

შეგახსნებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედოს" მეტოქე მოლდოვის "შერიფი" იქნება.

პირველი მატჩები 10/11 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 17/18 ივლისს. "ტორპედო" პირველ შეხვედრას მასპინძელის რანგში გამართავს. შეძლებს თუ არა ქუთაისის სტადიონი მატჩის მიღებას, ჯერ უცნობია. მატჩის ბილეტებზე კი თამაშის ჩატარების ადგილად ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონია მითითებული.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
16:57 / 17.05.2019
"ტორპედოს" გულშემატკივრებმა ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
16:57 / 17.05.2019
"ტორპედოს" გულშემატკივრებმა ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
ქუთაისის მერია სპორტული სკოლების რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარს
დახარჯავს.
14:19 / 15.05.2019
ქუთაისის მერია სპორტული სკოლების რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარს დახარჯავს.
11:58 / 15.05.2019
"ტორპედო" "საბურთალოს" მატჩის დასრულების შემდეგ ქუთაისის საფეხბურთო
ქუთაისში არსებულ ყველა სპორტულ სკოლას სრული რეაბილიტაცია
ჩაუტარდება. ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია,
17:54 / 14.05.2019
ქუთაისში არსებულ ყველა სპორტულ სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია,
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი 14 - 30 °C
img
ქუთაისი 14 - 25 °C
img
ბათუმი 16 - 19 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის უფლებას განიჭებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.
21:41 / 24.04.2019
საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის კაფე "სავანეს" მფლობელები დააჯარიმეს
კაფე "სავანეს" მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
14:57 / 30.04.2019