წყალტუბოში ცენტრალურ სტადიონზე მინდვრის

საფარის დაგება დაიწყო. ასევე უნდა მოეწყოს ტრიბუნები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მინდვრის საფარის დაგებას უზრუნველყოფს, ხოლო ტრიბუნების მოწყობა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი თვითმართველობის დაფინანსებით მოხდება.
პირველ ეტაპზე იგეგმება 500 კაციანი ტრიბუნის, პრეს და VIP ლოჟების მოწყობა და სტადიონის შემოღობვა.
ასევე მოეწყობა სველი წერტილები და სტადიონთან დამაკავშირებელი ორი ხიდ-ბოგირი, სათამაშო მოედნის ირგვლივ სარბენი ბილიკის გაკეთება. 

წყალტუბოში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის სამუშაოები აგვისტოს დასწყისში დასრულდება.

წყარო: FC Samgurali official

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *