ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე

უეფას საკვალიფიკაციო მატჩის მისაღებად სხვადასხვა სახის სამუშაოები ჩატარდა. პარკირების ადგილებთან, სტადიონის შენობის სახურავის გამოცვლასთან და პირდაპირი ტრანსლირებისათვის ტელევიზიებისათვის გარემოს მოწყობასთან ერთად, სტადიონი შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის ადაპტირდა. სტადიონის დირექტორის, თამაზ კიკვაძის თქმით, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირებმა მატჩებს თვალი კომფორტულად ადევნონ.

“შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მოეწყო სპეციალური ადგილი, რომ მათ თვალი მატჩებს კარგად ადევნონ.  მათი თანმხლები პირებისათვისაც მოეწყო სკამები. ტრიბუნებთან მისასვლელი გზასთან ერთად საპირფარეშოებიც ადაპტირდა”,- განაცხადა თამაზ კიკვიძემ.

უეფას სტადიონის მდგომარეობასთან დაკავშირებით რამდენიმე პუნქტიანი შენიშვნა ჰქონდა. თუ სტადიონის ადმინისტრაცია ხარვეზების გამოსწორებას ვერ შეძლებდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩის ჩატარება ქუთაისში ვერ მოხერხდებოდა. ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი, დირექტორის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩის ჩასატარებლად მზადაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *