მოლდოვის “შერიფმა” რამაზ შენგელიას

სახელობის სტადიონის მედიადარბაზში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც გუნდის მთავარი მწვრთნელი გორან საბრიჩი და კაპიტანი მატეო სუსიჩი დაესწრნენ.

მთავარი მწვრთნელის, გორან საბრიჩის თქმით, მათ მეტოქე კარგად შეისწავლეს: “საქართველოში პირველად ვართ. პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია.
შევისწავლეთ მეტოქე. “ტორპედო” ძლიერი გუნდია, რომელიც ბურთს კარგად ფლობს. კარგადმოვემზადეთ და ხვალ თავს კარგად წარმოვაჩენთ.” – განაცხადა გორან საბრიჩმა. 

კაპიტანის,მატეო სუსიჩის თქმით, ცხელი ამინდის მიუხედავად, გუნდი შეეცდება მაქსიმუმი გააკეთოს და გოლიც გაიტანონ: “მიზანი, როგორც მთავარმა მწვრთნელმა თქვა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრაა, შესაბამისად, “ტორპედოსთან” შეხვედრას სრული სერიოზულობით ვეკიდებით.იმედი გვაქვს, კარგად ვითამაშებთ და გოლსაც გავიტანთ”. – განაცხადა მატეო სუსიჩმა. 

მოლდოვის “შერიფისა” და “ტორპედოს” შეხვედრა ხვალ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *