კარატისტმა გოგონებმა სამტრედიიდან მსოფლიო

ჩემპიონატზე წარმატებიტ იასპარეზეს. მანანა მუქერიამ მე–3 საპრიზო ადგილი დაიკავა, ხოლო მარიამ გოგიტაური მე–4 საპრიზო ადგილს დასჯერდა.

მსოფლიო ჩემიონატი კიოკუშინკაი კარატეში 18 წლამდე ასაკის სპორტსმენთა შორის 2018 წლის 4–5–6–7– ივლისს ყაზახეთის ქალაქ ყარაგანდაში ჩატარდა. მასში 16 ქვეყნის 300–მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ შორის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სპორტსკოლის კარატეს ჯგუფის წევრები მანანა მუქერია და მარიამ გოგიტაური.

ორთაბრძოლის ტექნიკურად წარმატებით ჩატარებისთვის მარიამ გოგიტაურს, ჩემპიონატის ორგანიზატორებისა და მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებით გადაეცა პრიზი: სწრაფვა გამარჯვებისკენ, ოქროს მედალი და დიპლომი.

სენსეი მიხეილ ქანთარიას, როგორც წარმატებულ მწვრთნელ–მასწავლებელს კი ოქროს მედალი და დიპლომი გადაეცა .

მიმდინარე წლის 6–7 ოქტომბერს შვედეთის ქალაქ გეტბორგში ევროპის ჩემპიონატი კიოკუშინკაი კარატეში ჩატარდება, დაფინანსების შემთხვევაში, მანანა მუქერია და მარიამ გოგიტაური მონაწიელობას მიიღებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *