საპასუხო მატჩში “ტორპედომ”

“ვიკინგური” დაამარცხა. ფარერების კუნძულზე სტუმრად მყოფმა “ტორპედომ” მასპინძლის კარში ოთხი გოლი გაიტანა. ანგარიში პირველ ტაიმში მილოშ ლანჩიმ გახსნა, მეორე გოლი პირველ ნახევარში მამუკა კობახიძემ გაიტანა. მეორე ნახევარში ოლექსანდრ აზაცკიმ ანგარიში 3:0-მდე გაზარდა, მასპინძლების კარში კი მეოთხე გოლი თორნიკე კაპანაძემ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში გამართულ მატჩში “ტორპედომ” “ვიკინური” 3:0 დაამარცხა.

ამ შედეგით ქუთაისის გუნდი ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გუნდი ალბანეთის “კუკეშთან” ითამაშებს. შეხვედრა 9 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *