ქუთაისის “ტორპედო” ევროპალიგის

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, თუმცა მატჩებს საკუთარ სტადიონზე ვერ ჩაატარებს. მიზეზი ისევ მოედნის მოუწესრიგებლობაა.

ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი 9 აგვისტოს გაიმართება. “ტორპედო” ალბანეთის “კუკეშს” შეხვდება. ქუთაისის გუნდი სტუმარს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, მიიღებს. 

შეგახსენებთ, რომ  ევროპალიგის საკვალიფიკაციო მატჩის ჩატარების საკითხი ქუთაისში პირველ შეხვედრაზეც აქტუალური იყო. მოლდოვის “შერიფთან” შეხვედრის გამართვამდე უეფამ 15 პუნქტიანი შენიშვნა წარადგინა, რომლის გამოსწორებაც სტადიონზე აუცილებლობას წარმოადგენდა. მაშინ ქალაქის მერიამ და სტადიონის ადმინისტრაციამ მოედნის მატჩისთვის მოწესრიგება შეძლეს. 

ქუთაისში “რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი”  ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 246 000 ლარით ფინანსდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *