ქუთაისის “ტორპედო” პირველად

ისტორიაში ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს. გუნდმა ალბანეთის “კუკეშთან” გამართული მატჩების შედეგად პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. 

“ტორპედომ” “კუკეშთან” მეორე, საპასუხო მატჩი ანგარიშით 2:0 წააგო, თუმცა პირველ შეხვედრაში გატანილი გოლების წყალობით გუნდმა პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

მთავარია, რომ გადავლახეთ და გავედით პლეი-ოფში. ვულოცავ ყველას გამარჯვებას. დღევანდელი გამარჯვება დაიმსახურეს ისევე, როგორც თბილისში დავიმსახურეთ გამარჯვება. კუკესი ძალიან კარგი გუნდია და ვიცოდი, რთული თამაში გველოდებოდა. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ფეხბურთელებს. პლეი-ოფში გავედით. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ სიხარული როგორც ჩვენს გულშემატკივრებს, ისე მთელ საქართველოს მოვუტანოთ.

შეგახსენებთ, რომ წინა მატჩში “ტორპედომ” “კუკეში” 5:2 დაამარცხა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *