“ტორპედო” “ლუდოგორეცთან” ევროპალიგის

პლეი-ოფის მატჩს დღეს გამართავს. შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე 20 საათზე დაიწყება. ევროპალიგის პლეი-ოფის მატჩი “ტორპედოსა” და “ლუდოგორეცს” შორის “სილქ უნივერსალის” ეთერში გავა, რომელიც მთელ საქართველოში მაუწყებლობს. კომენტატორები ლუკა ხოჯავა და გიორგი პავლიაშვილი იქნებიან.

შეგახენებთ, რომ “ტორპედომ”, როგორც მასპინძელმა კლუბმა, “ლუდოგორეცთან” მატჩის ტრანსლაციის უფლებები “სილქ უნივერსალს” გადასცა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *