“ტორპედომ” ევროპალიგის პელი-ოფის

პირველი მატჩი “ლუდოგორეცთან” მინიმალური ანგარიშით წააგო. მატჩის ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე “ტორპედოს” კარში ვანდერსონმა გაიტანა.

პირველი ტაიმი ქუთაისურმა გუნდმა კარგად დაიწყო, თუმცა ფეხბურთელებმა გაშვებული გოლის შემდეგ წონასწორობის აღდგენა ვეღარ შეძლეს. ბულგარელებმა “ტორპედოს” კართან სახიფათო მომენტები შექმნეს, თუმცა მეკარე როინ კვასხვაძემ გუნდი არაერთხელ გადაარჩინა. შედეგად, “ტორპედო” – “ლუდოგორეცის” პირველი შეხვედრა ანგარიშით 0:1 დასრულდა.

ტორპედო პლეი-ოფის მეორე მატჩს, ბულგარეთში ერთ კვირაში გამართავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *