ქუთაისის მერია დამწყები და

პროფესიონალი მთასვლელებისთვის ალპინიადას მოაწყობს. ექსპედიცია 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიმართოს. მასში მონაწილეობას 18 მსურველი მიიღებს. ალპინიადას ორგანიზებისათვის 3 ათას 560 ლარია გათვალისწინებული. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 12 სექტემბერს სრულდება.

“მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს ექსპედიციის მონაწილეები (სულ 18 პირი) საველე პირობებში ღამისთევისათვის 6 ცალი 3 კაციანი კარავით და 18 ცალი საძილე ტომრით.
2018 წლის 25 სექტემბრიდან – 5 ოქტომბრის ჩათვლით. მიმწოდებელმა” ასევე უნდა უზრუნველყოს ექსპედიციის ფარგლებში მონაწილეთა ტრანსპორტით მომსახურება, ქუთაისი – შოვი (25 სექტემბერი), შოვი – ქუთაისი (5 ოქტომბერი) მიმართულებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *