სახალხო დამცველის კრიტიკულ შეფასებაზე კომენტარი ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის

|48|74 ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციში გააკეთეს. როგორც დაწესებულებაში განმარტავენ, რეკომენდაციების ადრესატი ჯანდაცვის სამინისტროა.

“სახალხო დამცველის რეკომენდაციები სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობისა და პაციენტთა მხარდამჭერი სისტემის არარსებობის შესახებ არის სისტემური პრობლემა და შესაბამისად, ამ რეკომენდაციების ადრესატი არის ჯანდაცვის სამინისტრო. რაც შეეხება კონკრეტულად სტაციონარში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, კერძო ინვესტორს დაწყებული აქვს უკვე სარემონტო სამუშაოები და 2020 წლისთვის, გეგმის მიხედვით, მთლიანი შენობა გარემონტებული იქნება. გეგმის შესაბამისად, ხორციელდება სტაციონარის ეტაპობრივი რესტავრირება, უკვე გასახსნელად მზად გვაქვს 100 პაციენტზე გათვლილი ევროპული ტიპის კორპუსი, რომელც 10 ოქტომბეს, ფსიქიატრიის მსოფლიო დღეს უნდა გახსნილიყო, მაგრამ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გადაიდო. სტაციონარის ბაზაზე არსებული ახალი სამედიცინო კორპუსი 30 ოქტომბერს გაიხსნება. ვიზიარებთ იმ აზრს, რომ დაწესებულებაში ბევრი სამუშაოა, როგორც ინფრასტრუქტურული ასევე სამედიცინო კუთხით. ამ საკითხებზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და სტაციონარში განხორციელებულ ბოლო პოზიტიურ ცვლილებებს წამების საერთაშორისო მონიტორინგიც აღნიშნავს თავის ანგარიშში. სიახლეები არც ნინო ლომჯარიას გამოპარვია, მან ჩვენივე თხოვნით არ გააკეთა აქცენტი ახალ კორპუსზე, რადგან ჯერ ოფიციალუი რეზენტაცია არ გაგვიკეთებია,”-აცხადენ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ნინო ლომჯარიას დაწესებულებაში სავალალო მდგომარეობა დახვდა, საცხოვრებელი ოთახების უმეტესობა ჰიგიენის მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ამორტიზებული შენობა, ჩამოყრილი ბათქაში, ჩამსხვრეული მინები, მორყეული კარ–ფანჯარა, მოუწესრიგებელი სველი წერტილები და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები მთლიანი დაწესებულების, განსაკუთრებით კი თავშესაფრის მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციარებს ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *