ქუთაისში საქართველო-ყაზახეთის მატჩის ღია ცის ქვეშ ჩვენება მოეწყობა.

ქუთაისელი გულშემატკივარი დაპირისპირების ნახვას მონ-პლაზირის თაღის ქვეშ არსებულ ღია კინო-თეატრში შეძლებს. ადგილობრივი ხელისუფლება სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სტუმრებს 20:00 საათიდან ელოდება. მატჩის ღია ჩვენებას ვეტერანი ფეხბურთელებიც დაესწრებიან. 

საქართველო-ყაზახეთს შორის ერთა ლიგის დასკვნითი მატჩი თბილისში “დინამო-არენაზე” 21:00 სთ-ზე დაიწყება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დახმარებით, ღია ცის ქვეშ ჩვენებები ქვეყნის 4 სხვადასხვა რეგიონში მოეწყობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *