“ტორპედო” ბათუმის “დინამოსთან ” ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრა

დღეს, 15 :00 საათზე რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. 3 თებერვალს ქუთაისური გუნდი თურქეთში გაემგზავრება და ახალი სეზონისათვის მზადებას შეუდგება.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაცით, თურქეთში “ტორპედო” 5 ამხანაგურ მატჩს გამართავს. განრიგი ასეთია: 6 თებერვალი – “ტორპედო” – “აკადემია პანდევი”, 7 თებერვალი – “ტორპედო” მინსკის “დინამო”, 9 თებერვალი – “ტორპედო” – სერბეთის “რადი”, 13 თებერვალი – “ტორპედო”- ლვოვის “კარპატი” , 16 თებერვალი – “ტორპედო”- კიევის “არსენალი”.

ფოტო: F.C. Torpedo Kutaisi

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *