სპორტი
"ტორპედო" ბათუმის "დინამოსთან " ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ტორპედო" ბათუმის "დინამოსთან " ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრა დღეს, 15 :00 საათზე რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. 3 თებერვალს ქუთაისური გუნდი თურქეთში გაემგზავრება და ახალი სეზონისათვის მზადებას შეუდგება.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაცით, თურქეთში "ტორპედო" 5 ამხანაგურ მატჩს გამართავს. განრიგი ასეთია: 6 თებერვალი - "ტორპედო" - "აკადემია პანდევი", 7 თებერვალი - "ტორპედო" მინსკის "დინამო", 9 თებერვალი - "ტორპედო" - სერბეთის "რადი", 13 თებერვალი - "ტორპედო"- ლვოვის "კარპატი" , 16 თებერვალი - "ტორპედო"- კიევის "არსენალი".


ფოტო: F.C. Torpedo Kutaisi
| Print |