2019 წლის “ყველა ვარსკვლავის მატჩი” 7 თებერვალს

ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. მატჩში ერთმანეთს ქართველი და უცხოელი მოთამაშეებისგან შემდგარი გუნდები დაუპირისპირდებიან.   ქართველი სპორსტმენების  გუნდს კოტე ტუღუში, “ქუთაისი 2010”-ის მთავარი მწვრთნელი უხელმძღვანელებს, ხოლო ლეგიონერების გუნდს  თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია. “ყველა ვარსკვლავის მატჩის” ფარგლებში გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ჩატენვებში.

ALL STAR-ის შემადგენლობა უკვე ცნობილია.

ყველა ვარსკვლავის მატჩი ქუთაისში, 7 თებერვალს, 18:00 საათზე დაიწყება. 

წყარო: http://www.gbf.ge/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *