სპორტი
ძიუდოისტი გოგონები ქუთაისიდან
17 წლის ინდირა სილაგაძე სპორტით ბავშვობიდან დაინტერესდა. პირველი ნაბიჯები ბაბუის რჩევითა და სურვილით გადადგა. როგორც თავად ყვება, ბავშვობაში ენერგიულობით გამოირჩეოდა და რთულ საქმესთან შეჭიდება გადაწყვიტა. ძიუდო მისთვის შრომატევადი სპორტი აღმოჩნდა, თუმცა 5 წელია თავს წარმატებით ართმევს.

"ეს სპორტი ჩემთვის ყველაფერია, შეიძლება ითქვას, რომ ძიუდომ გამზარდა. აუცილებელია ყოველდღიური ვარჯიში და შრომა, სხვა შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევ,"-ამბობს 17 წლის ძიუდოისტი.

ინდირასგან განსხვავებით, 14 წლის ლოლიტა გაბუნიამ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. 10 წლისა სპორტზე ისე შევიდა, მშობლებისთვის არ გაუმხელია. პირველი ეტაპი რთული აღმოჩნდა, მშობლების კეთილგანწყობა ვერ მოიპოვა, თუმცა მიღწეული წარმატებების კვალდაკვალ მათი განწყობაც იცვლებოდა.

გოგონებს ვარჯიში საპირისპირო სქესის კოლეგებთან ერთად უწევთ. ამბობენ, რომ მამაკაც და ქალ სპორტსმენებს არ ასხვავებენ, რადგან მიზნის მისაღწევად ერთნაირი ძალისხმევის გამოყენებაა საჭირო.

"სპორტის ეს სახეობა ორივე სქესის წარმომადგენლებისათვის ერთნაირად რთულია. თავიდან ყველას უკვირდა ჩვენი გადაწყვეტილება. იყო სტერეოტიპები, მაგრამ ვცდილობ დავანგრიოთ ისინი,"-ამბობენ გოგონები.

ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან და ამბობენ, რომ ერთი შეხედვით ქალებისათვის უცხო სპორტი მათ არც პირად ურთიერთობებში შეუშლის ხელს.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის იმერეთის რეგიონული ტურნირი 19
აპრილს დასრულდება.
15:26 / 18.04.2019
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის იმერეთის რეგიონული ტურნირი 19 აპრილს დასრულდება.
წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის ცენტრალური სტადიონი
13:03 / 17.04.2019
წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის ცენტრალური სტადიონი
ზესტაფონის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის კრივის
ტურნირი დასრულდა.
18:04 / 10.04.2019
ზესტაფონის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის კრივის ტურნირი დასრულდა.
ქუთაისელმა სპორტსმენმა, შოთა მიშველაძემ, ბათუმში მიმდინარე
12:33 / 08.04.2019
ქუთაისელმა სპორტსმენმა, შოთა მიშველაძემ, ბათუმში მიმდინარე
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 6 - 17 °C
img
ქუთაისი 7 - 19 °C
img
ბათუმი 9 - 15 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიის სტუდენტი გახდა
ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიაში 8 თვეა სწავლობს.
15:08 / 15.04.2019
"ერთად გავუფრთხილდეთ გულს და გონებას"-აქცია ქუთაისში
7 აპრილს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, სამედიცინო კორპორაცია ევექსისა და აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის
20:16 / 05.04.2019
PBL - ანუ როგორ უნდა იგრძნო თავი ექიმად პირველივე კურსიდან
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებმა
22:31 / 17.04.2019