სამტრედიაში, ლაშა თევზაძის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების

შესაბამისი ჩოგბურთის კორტები მოეწყობა.  სამტრედიის მერიის ინფორმაციით,  სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ჯორჯიან კომპანი” ასრულებს.  ჩოგბურთის კორტების მოსაწყობად ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალში გამოცხადდა. სატენდერო ღირებულება  65 ათას 865 ლარს შეადგენდა.  “ჯორჯიან კომპანი” სამუშაოების 57 ათას 777 ლარად შეასრულებს. 

ფოტო: სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *