ქუთაისში სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნა დაიწყო.

“საქართველო მე-6 უერთდება გაეროს ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისკენაა მიმართული. გამონაკლისი არც ჩვენი ქალაქია და ამ დღეს საკმაოდ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღვნიშნავთ,”-განაცხადა ქუთაისის მერიის ააიპ “სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების” ღონისძიებების განყოფილების უფროსმა მანანა მანაგაძემ.

დღეს უკვე ჩატარდა ცურვის ფესტივალი და შემეცნებითი ღონისძიება, ვიქტორინა სპორტის მუზეუმში. 

სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნა 6 აპრილს შემდეგი ღონისძიებებით გაგრძელდება:

11:00 სთ -გეზმრბენი –  ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი;

12:00 სთ -კალათბურთი – მე-11 სპორტული სკოლა;

12:00 სთ – სპორტული და მხატვრული ტანვარჯიშის ფესტივალი;

13:00 სთ – გამწვანების აქცია- სპორტის სასახლე.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *