სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის იმერეთის რეგიონული ტურნირი 19 აპრილს დასრულდება.

საფინალო ღონისძიება ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. მატჩები მინი ფეხბურთსა და კალათბურთში 14:00 დაიწყება.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის იმერეთის რეგიონულმა ტურმა სტარტი 19 მარტს აიღო. თამაშები სპორტის 8 სახეობაში ჩატარდა. შეხვედრები მინი ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონში, გეზმრბენსა და მხიარული სტარტებში მოეწყო.

ჩემპიონატში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი 19 აპრილს, 15:00 გაიმართება.

რეგიონული თამაშების ჩემპიონები მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ საქართველოს ზონალურ ტურში. გამარჯვებულები კი მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის 2020-ის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. 

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *