ქუთაისის საფეხბურთო კლუბში ფინანსური პრობლემებია და ფეხბურთელებს

ანაზღაურება რამდენიმე თვეა არ მიუღიათ. კლუბის მფლობელის, ზაალ ჩაჩავას განცხადებით, პრობლემები “ჰულინგ ჯგუფის” მიერ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ შეიქმნა. დავალიანების დაფარვა მაისის თვის ბოლოს იგეგმება.

შეინარჩუნებს თუ არა ბიზნესმენი გუნდს ჯერჯერობით უცნობია. სანამ ოფიციალური გადაწყვეტილებები გახდება ცნობილი, მანამდე გულშემატკივრები აქტიურობენ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მზად არიან გუნდის გადასარჩენად სპეციალური ანგარიში შექმნან და გადარიცხული თანხებით ქალაქს გუნდი შეუნარჩუნონ.

“თუკი საჭირო იქნება გაიხსნება ანგარიში ტორპედოსათვის, ემიგრანტებიც დავეხმარებით.მე ჩემი უახლოესი გარემოცვიდან ვსაუბრობ. ტორპედო ჩვენი სიამაყეა!”

“იმდენი გულშემატკივარი ჰყავს ტორპედოს, ვისაც რა საშუალება აქვს დაეხმაროს გუნდს და ჩვენი საჩუქარი გავუკეთოთ ბიჭებს. ერთი ანგარიშის ნომერი შექმნას გუნდმა და ყველა ჩავრიცხავთ რისი საშუალებაც გვექნება.” – წერენ გულშემაკრივრები სოციალურ ქსელში.

საფეხბურთო კულბში “ტორპედო” შექმნილი კრიზისა და სამომავლო გეგმების შესახებ რადიო “ძველი ქალაქი” ვრცელ მასალას უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.

მთავარი ფოტო: “ტორპედოს” ფან-კლუბი 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *