ქუთაისში არსებულ ყველა სპორტულ სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია,

ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე აკაკი კაკაურიძის სახელობის N18 კრივის სპორტულ სკოლაში იმყოფებოდნენ.

ისინი ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. შეხვედრისას აღინიშნა, რომ მომავალი წელს მოხდება სკოლის ავარიული შენობის რეაბილიტაცია, შეიცვლება ინვენტარი, ასევე მოწესრიგდება სველი წერტილები. 

სპორტული სკოლების რეაბილიტაციის პროცესი 2020 წლიდან დაიწყება და ეტაპობრივად განხორციელდება.

R

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *