“ტორპედო” “საბურთალოს” მატჩის დასრულების შემდეგ ქუთაისის საფეხბურთო

გუნდის მწვრთნელმა გუნდში შექმნილ კრიზისზე ისაუბრა. კახა ჩხეტიანის განცხადებით, გუნდი შესაძლოა მომდევნო მატჩამდე დაიშალოს.

“ჩემს ბიჭებს მადლობას ვუხდი რაც გააკეთეს ამ ხნის განმავლობაში “ტორპედოსათვის”.ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ვართ იმის წინაშე, რომ ნელ-ნელა დავიშალოთ მომდევნო თამაშამდე. მომეცემა იმის საშუალება, რომ მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ამ გუნდისათვის ყველაფერი გააკეთეს. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა ჩვენს გულშემატკივრებს გადავუხადო, რომ თავიანთ თანადგომას ახლაც და ყოველთვის გამოხატავენ.მომდევნო თამაშზე ალბათ ყველას გეცოდინებათ რა და როგორ ვიქნებით”.- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას “ტორპედოს” წვრთნელმა კახა ჩხეტიანმა.

“ტოპრედომ” “საბურთალოსთან” მატჩი ანგარიშით 2:3 დათმო. კახა ცხეტიანის თქმით, შექმნილმა სიტუაციამ მატჩის შედეგზეც იმოქმედა.

ქუთაისის საფეხბურთო კლუბში ფინანსური პრობლემებია და ფეხბურთელებს ანაზღაურება 2 თვეა არ მიუღიათ. კლუბის მფლობელის, ზაალ ჩაჩავას განცხადებით, პრობლემები “ჰულინგ ჯგუფის” მიერ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ შეიქმნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *