ქუთაისს საქართველოს ბოულინგის ფედერაციის წარმომადგენლები ეწვევიან. ისინი ქუთაისის ბოულინგ ცენტრი არენას

მოინახულებენ და ტურნირს ჩაატარებენ. გამარჯვებულს სპეციალური პრიზი გადაეცემა.

ტურნირი უფასოა და სამოყვარულო სახე ექნება მიცემული. როგორც ქუთაისის ბოულინგ ცენტრი არენას მენეჯერი ამბობს,  ეს არის 2019 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი. გამოვლინდებიან მოთამაშეები, რომლებიც მომდევნო ტურებში მიიღებენ მონაწილეობას და საბოლოო ჯამში, ბოლო ეტაპზე, ჩატარდება ჩემპიონატი, სადაც რეგიონებიდან წარმომადგენლები შეხვდებიან ერთმანეთს.

“მნიშვნელოვანია ფაქტია ეს იმიტომ, რომ საქართველოს ბოულინგის ფედერაცია არც ისე ცოტა ხნისაა. დასავლეთ საქართველოში ფაქტობრივად მხოლოდ ჩვენ ვართ ბოულინგ ცენტრი, მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება მთელი ქალაქისათვის. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ჯანსაღი გართობის წესის დამკვიდრება ქალაქში და არა მხოლოდ ქალაქში, ზოგადად ჩვენს რეგიონში.ჩვენ გვინდა რომ ხელი შევუწყოთ და მეტი ჩართულობა იყოს ახალგაზრდების მხრიდან.” – განაცხადა ქუთაისის ბოულინგ ცენტრი არენას მენეჯერმა დავით კიკვაძემ.

ბოულინგ არენა ფედერაციას 25 მაისს, 12 საათზე უმასპინძლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *