სპორტი
UEFA რუს დეპუტატებს ქართული კლუბების დასჯაზე უარს ეუბნება
"UEFA -ს შეუძლია მხოლოდ გამოიძიოს ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებში მომხდარი ინციდენტები." - ასე უპასუხა რუსი დეპუტატების განცხადებებს უეფამ ქართული საფეხბურთო კულბების მიერ მატჩებზე ანტისოკუპაციო მაისურებთ გასვლის გამო გამოთქმულ პრეტენზიებზე.

"იმის გათვალისწინებით, რომ ეს მოვლენები შიდა ტურნირში მოხდა, ნებისმიერი შემდგომი დისციპლინური მოქმედება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოების იურისდიქციაშია. უეფას შეუძლია მხოლოდ გამოიძიოს ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებში მომხდარი ინციდენტები ". - ნათქვამია UEFA-ს წარმომადგენლის კომენტარში, რომელსაც რუსული მედიასაშუალებები აქვეყნებენ. 


შეგახსნებთ, რუსეთის დუმის დეპუტატმა იგორ ლებედევმა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას "ტვიტერით" მიმართა, მოეხდინა რეაგირება საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ქართველი ფეხბურთელების ანტიოკუპაციური მაისურებით გამოსვლაზე.

კიდევ ერთმა დეპუტატმა დიმიტრი სვიჩჩევმა განაცხადა, რომ ფიფა და უეფა ვალდებულნი არიან უპასუხონ ქართველი ფეხბურთელების მოქმედებას.

წყალტუბოში მიმდინარე ეროვნული ლიგის მატჩზე ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი სპეციალურად დამზადებული მაისურებით გამოვიდნენ, სადაც რუსეთის მიერ ოკუპაციის შესახებ ინფორმაცია ეწერა.  "ტორპედოს" მსგავსად რუსული ოკუპაცია თბილისის "ლოკომოტივმა" და რუსთავის "რუსთავმა" გააპროტესტეს. 


ფოტო: F.C. Torpedo Kutaisi




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისელი ძიუდოისტი გიორგი თუთაშვილი ახალგაზრდებს
14:45 / 18.09.2019
ქუთაისელი ძიუდოისტი გიორგი თუთაშვილი ახალგაზრდებს
ქუთაისში 12 სპორტული მოედანი მოეწყობა. ქუთაისის
17:43 / 17.09.2019
ქუთაისში 12 სპორტული მოედანი მოეწყობა. ქუთაისის
ქუთაისის ,,ტორპედოში
11:54 / 17.09.2019
ქუთაისის ,,ტორპედოში" ფინანსური პრობლემები კვლავ მოუგვარებელია. ამ ფონზე მათ 16 სექტემბერს
,,ტორპედოსა
11:45 / 17.09.2019
,,ტორპედოსა" და ,,საბურთალოს" შორის გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 7 - 18 °C
img
ქუთაისი 7 - 18 °C
img
ბათუმი 12 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
18:19 / 17.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019