“ერთად ტორპედოსთვის!” – ქუთაისში აქცია გაიმართება. ქუთაისის საფეხბურთო

კლუბის გულშემატკივრები ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეიკრიბებიან და გუნდში არსებულ პრობლემებს გააპროტესტებენ. 

“ქუთაისი “ტორპედო” უმძიმეს მდოგარეობაშია , ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ ქუთაისური ფეხბურთი. 27 ივნისს , 15:00 საათზე , ქუთაისის მერიასთან იმართება აქცია ტორპედოსთვის. არავის არ შერჩება გუნდის ასეთ დღეში ყოფნა”,.- აცხადებენ ორგანიზატორები. 

შეგახენებთ, გუნდში ფინანსური კრიზისია, რის გამოც “ტორპედოს” ფეხბურთელები ტოვებენ. ფინანსური პრობელემების გამო გუნდში თამაშზე უკვე უარი თქვა ალექსანდრ აზაცკიმ. გუნდი დატოვა მამუკა კობახიძემ. ბათუმის “დინამოსთან” მატჩის შემდეგ “ტორპედოს” მერაბ გიგაურიც დაემშვიდობა. ის კარიერას უცხოეთში გააგრძელებს.

ქუთაისის საფეხბურთო კლუბში ფინანსური პრობლემების გამო ფეხბურთელების ანაზღაურებას ვერ ღებულობენ. კლუბის მფლობელის, ზაალ ჩაჩავას განცხადებით, პრობლემები “ჰულინგ ჯგუფის” მიერ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ შეიქმნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *