წყალტუბოელმა პარასპორტსმენმა თემურ აფხაძემ უკრაინაში,

პავლოგრადში გამართულ მკლავჭიდელთა საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა. ჩემპიონატი 18 ივნისს ჩატარდა. პარასპორტსმენს მკალვჭიდში მიღწეული წარმატებებისათვის მრავალი სიგელი და მედალი აქვს მიღებული.

,,უკრაინაში ყოფნისას შევხვდი ქალაქ ლებედინის მერს, რომელიც დაინტერესებულია წყალტუბოთი და სურვილი აქვს მეგობრული ურთიერთობები დაამყაროს ჩვენს ქალაქთან,”-განაცხადა პარასპორტსმენმა.

ფოტო: წყალტუბოს მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *